ასეთი იყო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის მეთაურის რანგში პირველი  გამოსვლის ლაიტმოტივი საქართველოს პარლამენტის წინაშე . პრეზიდენტის გამოსვლას უსმენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, მასმედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამონაკლისის სახით მოგვევლინა ე.წ. ოპოზიცია - ნაციონალები და მათი განშტოება „ევროპული საქართველო“. მათი არგუმენტი იყო - ზურაბიშვილი არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ის თვითმარქვიაა, დანიშნული უამრავი დარღვევებისა და ფალსიფიკაციების შედეგად.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის გამოსვლას ინტერესით ადევნებდა თვალყურს საზოგადოება  პირდაპირ ეთერში. სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, უპირველეს ყოვლისა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორზე. მან მიმოიხილა თავისი ვიზიტები ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ხაზი გაუსვა, რომ ჰპოვა სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. კერძოდ, მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული იქნა ჩვენი გზავნილი „ მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს (მეტი ევროპა საქართველოში), სრული ჭეშმარიტებაა - ჩვენ მართლაც არ გვაწყენდა მეტი ევროპული წესრიგი, სისუფთავე, კანონმორჩილება, საყოფაცხოვრებო კომფორტი და ა.შ. რაც შეეხება ამ გზავნილის პირველ ნაწილს (მეტი საქართველო ევროპაში), არა მგონია მან აღტაცებაში მოიყვანა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით გერმანიის, ჰოლანდიის ან საფრანგეთის მეთაურები (ანუ ის ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე ხშირად თხოულობენ თავშესაფარს ჩვენი თანამოქალაქეები).

სხვანაირად აბა როგორ გავიგოთ ევროკომისრის (გაფართოების და კეთილმეზობლურ პოლიტიკის საკითხებში) იოჰანეს ჰანის  ამასწინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებშიო. თურმე, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრძანა, საქართველომ ძალზე დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ასოციაციის კუთხით და ამიტომ ის მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად.ეს კი, თავის მხრივ,  იმას ნიშნავს, რომ ვისაც იმედი ჰქონდა იქ თავშესაფრის მიღებისაუნდა დაემშვიდობოს ამ ილუზიას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წ. საქართველომ (მოლდოვას და უკრაინასთან ერთად) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მრავალ პუნქტიან დოკუმენტში არის შეთანხმება უვიზო რეჟიმის შესახებ, რომლითაც, როგორც აღნიშნა ბატონმა იოჰანეს ჰანმა, ამ წლების განმავლობაში ისარგებლა ასობით ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელთა შორის რამდენიმე ათასმა ითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში. რაში გვჭირია მეტი ქართველები ჩვენთანო? - ასე გაიფიქრეს ანგარიშიანმა ევროპელებმა და ... მიგვიჩნიეს უსაფრთხო ქვეყნად. გურულის არ იყოს: რავა, უწინ თუ საშიში ვიყავი, ახლა რა ჭირი მეცაო!

არ დატოვა ქალბატონმა სალომემ უყურადღებოდ ქართულ-რუსული ურთირთობებიც. მან აღნიშნა, რომ ჩვენ არვეგუებით და არც შევეგუებითტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს დამცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა დაშანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. არც იმასვეგუებით, რომ მოლაპარაკებებისფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურდონეზე მიმდინარეობს. ჩვენსპარტნიორებთან ვისაუბრეთ მაღალიპოლიტიკური ფორმატის განახლებისაუცილებლობაზე. მაგრამ რა ფორმატზეა საუბარი, ან როგორ ხედავს ის გამოსავალს ამ ჩიხურ მდგომარეობიდან? ამაზე არაფერი კონკრეტულად არ თქმულა.

სამაგიეროდ პრეზიდენტის გამოსვლის  შემდეგ გამართულ დებატებში ამაზე გაკვრით, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ გაამახვილა ყურადღება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“  წევრმა ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა: მე, ეროვნებით აფხაზს მაქვს განცდა, რომ ჩემ ქართველ კოლეგებს არ უნდათ ჩემი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრის  მოსმენა. რა უნდა ვილაპარაკოთ უბრალო აფხაზებზეო?! პარლამენტარი თვლის, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოდ ყველაფერი აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებლად და აგრეთვე ვაწარმოოდ მოლაპარაკებები რუსეთთან.

შიდა პრობლემებსაც შეეხო პრეზიდენტი თავის გამოსვლაში. უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირების მიმართარაინკლუზიური მიდგომებიდღევანდელი ჩვენი მთავარი, სტრატეგიული გამოწვევებია, დასძინაქალბატონმა სალომემ. ამასთანავე მან აღნიშნა ის მძიმე მორალური ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში ძალადობის, დეზინფორმაციის, პირადი ცხოვრების შეუხებლობის პრინციპების დარღვევით. და ამ მოსაზრებებს, ალბათ, ნებისმიერი საღადმოაზროვნე მოქალაქე გაიზიარებს.

 

ვალერი ჩხარტიშვილი

 

Поделиться: